”გამოსაცდელი” ტექსტების შესახებ Thread poster: Levan Namoradze
| Levan Namoradze Georgia Local time: 06:29 Member (2005) English to Georgian + ...
დღეს დამიკავშირდა ერთ-ერთი ინგლისური სააგენტო და გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი. გამომიგზავნეს ქართულ-ინგლისური და პირიქით ”გამოსაცდელი” ტექსტები. დღეს ან ამ დღეებში ხომ არ დაგკავშირებიათ ვინმეს ინგლისური სააგენტო იგივე პირობებით? რატომ ვკითხულობ: ტექსტები ცოტა დიდია და ითხოვენ ორივე მიმართულებით ნაწილის (ნახევრის) თარგმნას. არ მინდა სულელი აღმოვჩნდე და ნახევარი სამუშაო უფასოდ შევასრულო.
[თემის სათაური შეასწორა საიტის ადმინისტრაციამ ან მოდერატორმა. 2009-01-06 13:24 GMT] | | | Maya Gorgoshidze Georgia Local time: 06:29 Member (2004) English to Georgian + ... Moderator of this forum გამარჯობა, ლევან! | Jan 6, 2009 |
გილოცავ შობა-ახალ წელს!
პირადად მე არავინ დამკავშირებია. საერთოდ, ტესტები 200 სიტყვის ფარგლებშია ხოლმე, მაგრამ თუ უფრო დიდი ტექსტი გამოგიგზავნეს, ეს ჯერ კიდევ არაფერზე არ მეტყველებს. ვფიქრობ, დიდი ტექსტის დანახვაზე მეც შემეპარებოდა ეჭვი, მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა 300 სიტყვაც დასაშვები იყოს, ვინ იცის. იმედია არ იტყუებიან. შენს ადგილზე, მე მაინც ვცდიდი. | | | Levan Namoradze Georgia Local time: 06:29 Member (2005) English to Georgian + ... TOPIC STARTER
მეც გილოცავ მაია!
300-ზე არაა საუბარი. ორივე მიმართულებით 2000 სიტყვამდეა. თუმცა, სააგენტოს კარგი BB-ი აქვს. | | | Maya Gorgoshidze Georgia Local time: 06:29 Member (2004) English to Georgian + ... Moderator of this forum 2000 სიტყვა... | Jan 6, 2009 |
... სერიოზული მოცულობაა. შეიძლება ტექსტად ჩაითვალოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ტესტისთვის უნდა გადაიხადონ. ანუ, ეს უფასო ტესტი ვერ იქნება. მე ასე ვფიქრობ... | |
|
|
Maya Gorgoshidze Georgia Local time: 06:29 Member (2004) English to Georgian + ... Moderator of this forum ესეც ტესტს ეხება და ამიტომ აქ დავწერ | Feb 16, 2009 |
პირველად ვარ ასეთ სიტუაციაში და არ ვიცი რა მოვიმოქმედო. საკმაოდ კარგი BB ჩანაწერის მქონე ერთი პოტენციური შემკვეთი მთხოვს ტესტი რუსულად ვთარგმნო ქართულის სანაცვლოდ, რადგან ქართულის შ�... See more პირველად ვარ ასეთ სიტუაციაში და არ ვიცი რა მოვიმოქმედო. საკმაოდ კარგი BB ჩანაწერის მქონე ერთი პოტენციური შემკვეთი მთხოვს ტესტი რუსულად ვთარგმნო ქართულის სანაცვლოდ, რადგან ქართულის შემმოწმებელი არ ჰყავთ. მე ავუხსენი, რომ ქართული და რუსული ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ინგლისური და იაპონური და ასეთი შეფასება არ იქნება ობიექტური, მაგრამ მიპასუხეს, რომ არა უშავს, თუ ენათა რომელიმე (:-?) წყვილში ჩემი ტესტი გავა, მონაცემთა ბაზაში დამამატებენ როგორც ქართველ თარჯიმანს
ჯერ ვიფიქრე, რომ არაფერს ვკარგავდი, თუ (500–ზე მეტ სიტყვიან!) ტესტს გავაკეთებდი, მაგრამ, მეორეს მხრივ, უფრო სავარაუდოა, რომ რუსეთიდან გაგზავნილი ტესტი უფრო მოსაწონი აღმოჩნდეს ამ კომპანიისთვის და, შედეგად, სამუშაოს აიღებენ რუსეთში, ჩვენ კი დაგვიქირავებენ.
აღარ ვიცი რა მივწერო. რამეს ხომ ვერ მირჩევდით?
მაია ▲ Collapse | | | სპამი, თუ არა | Jan 6, 2015 |
მოგესალმებით.
ამ საითზე დეკემბრის მიწურულს დავრეგისტრირდი. ერთ კვირაში ჩემს პირად მაილში უკვე მომივიდა შეკვეთა იტალიური მთარგმნელობითი კომპანიის წარმომადგენლისგან. გავყევი ბმულს... See more მოგესალმებით.
ამ საითზე დეკემბრის მიწურულს დავრეგისტრირდი. ერთ კვირაში ჩემს პირად მაილში უკვე მომივიდა შეკვეთა იტალიური მთარგმნელობითი კომპანიის წარმომადგენლისგან. გავყევი ბმულს, შემომიყვანა აქ, შეტყობინებას არ ვხედავ. შემდეგ უშუალოდ მომწერის პროფილზე გადავედი, რომ შემემოწმებინა, ვინაა. მივწერე პასუხი და მაილის მისამართი. იქაც მომივიდა შეტყობინება უკვე თვითონ თავისი კომპანიის მაილით. სამუშაო მყისვე დავასრულე და გადავუგზავნე. ახლა დასავლეთ ევროპაში დღესასწაულების პერიოდია და რომ დავბრუნდები ოფისში, გადახდასთან დაკავშირებით შეგეხმიანებიო. გავიდა სამი დღე, ხვალ კიდევ მათთვის ნათლისღებაა და თუ მანამდე არსაიდან ხმა, არსით ძახილი, შემდეგი ორშაბათიდან დავუკავშირდები. ამასობაში, გუშინ მწერს ამ საითის ერთ-ერთი წევრი, რომ მაგ შეტყობინება, რომელიც აქედან მიიღეთ, სპამი იყოო და იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევა თავიდან აიცილოთ, გადაიხადეთ და დარეგისტრირდით ჩვენს blueboard წევრადო.
საერთოდ, რა ინფორმაცია გაქვთ აქაურ წევრობასთან დაკავშირებით და თუ შეგიძლიათ გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება ამ საკითხზე?
პატივისცემით,
კონსტანტინე ვეკუა
[Modificato alle 2015-01-06 09:24 GMT]
[Modificato alle 2015-01-06 09:25 GMT] ▲ Collapse | | | Maya Gorgoshidze Georgia Local time: 06:29 Member (2004) English to Georgian + ... Moderator of this forum მოგესალმებით, ბატონო კონსტანტინ! | Jan 6, 2015 |
კეთილი იყოს თქვენი ფეხი ამ საიტზე!
Blue Board-ზე არეგსტრირებენ კომპანიებსა და სამუშაოს დამკვეთებს, ან ისინი თვითონ რეგისტრირდებიან, რათა თარჯიმნებმა შეძლონ მათი შე... See more კეთილი იყოს თქვენი ფეხი ამ საიტზე!
Blue Board-ზე არეგსტრირებენ კომპანიებსა და სამუშაოს დამკვეთებს, ან ისინი თვითონ რეგისტრირდებიან, რათა თარჯიმნებმა შეძლონ მათი შეფასება. შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო კომპანია მოძებნოთ აქ:
http://www.proz.com/blueboard
Blue Board-ს შესახებ ხშირად დასმული კითხვები შეგიძლიათ იხილოთ აქ:
http://www.proz.com/faq/blue_board_outsourcer_database_.html
თუ თქვენთვის რაიმე იქნება გაუგებარი, შეგიძლიათ მომმართოთ. სიამოვნებით დაგეხმარებით, თუ შევძლებ
P.S. გთხოვთ, კომპანიის სახელს ფორუმზე ნუ ახსენებთ, რადგან ამას კრძალავს საიტის წესები. ▲ Collapse | | | Maya Gorgoshidze Georgia Local time: 06:29 Member (2004) English to Georgian + ... Moderator of this forum რაც შეეხება საიტის წევრობას... | Jan 6, 2015 |
Blue Board-ზე კომპანიის ან დამკვეთის გაფორმება უფასოა.
რაც შეეხება საიტის წევრობას, ის უფასოა საიტის რიგითი წევრებისთვის, მაგრამ ნებისმიერ წევს შეუძლია გადაიხადოს წევრობის საფასური და მაქსიმალურად ისარგებლოს საიტის ფუნქციებით. წევრობის შესახებ ხშირად დასმული კითხვები შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.proz.com/faq/membership.html
კეთილი სურვილებით,
მაია | | | To report site rules violations or get help, contact a site moderator: You can also contact site staff by submitting a support request » ”გამოსაცდელი” ტექსტების შესახებ Anycount & Translation Office 3000 | Translation Office 3000
Translation Office 3000 is an advanced accounting tool for freelance translators and small agencies. TO3000 easily and seamlessly integrates with the business life of professional freelance translators.
More info » |
| TM-Town | Manage your TMs and Terms ... and boost your translation business
Are you ready for something fresh in the industry? TM-Town is a unique new site for you -- the freelance translator -- to store, manage and share translation memories (TMs) and glossaries...and potentially meet new clients on the basis of your prior work.
More info » |
|
| | | | X Sign in to your ProZ.com account... | | | | | |