Imagine dining in a European capital where you do not know the local language. The waiter speaks little English, but by hook or by crook you manage to order something on the menu that you recognise, eat and pay for. Now picture instead that, after a hike goes wrong, you emerge, starving, in an Amazonian village. The people there have no idea what to make of you. You mime chewing sounds, which they mistake for your primitive tongue. When you raise your hands to signify surrender, they think you are launching an attack.
Communicating without a shared context is hard. For example, radioactive sites must be left undisturbed for tens of thousands of years; yet, given that the English of just 1,000 years ago is now unintelligible to most of its modern speakers, agencies have struggled to create warnings to accompany nuclear waste. Committees responsible for doing so have come up with everything from towering concrete spikes, to Edvard Munch’s “The Scream”, to plants genetically modified to turn an alarming blue. None is guaranteed to be future-proof.
Some of the same people who worked on these waste-site messages have also been part of an even bigger challenge: communicating with extraterrestrial life. This is the subject of “Extraterrestrial Languages”, a new book by Daniel Oberhaus, a journalist at Wired.
Nothing is known about how extraterrestrials might take in information. A pair of plaques sent in the early 1970s with Pioneer 10 and 11, two spacecraft, show nude human beings and a rough map to find Earth—rudimentary stuff, but even that assumes aliens can see. Since such craft have no more than an infinitesimal chance of being found, radio broadcasts from Earth, travelling at the speed of light, are more likely to make contact. But just as a terrestrial radio must be tuned to the right frequency, so must the interstellar kind. How would aliens happen upon the correct one? The Pioneer plaque gives a hint in the form of a basic diagram of a hydrogen atom, the magnetic polarity of which flips at regular intervals, with a frequency of 1,420MHz. Since hydrogen is the most abundant element in the universe, the hope is that this sketch might act as a sort of telephone number. | წარმოიდგინეთ, რომ სადილობთ ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში, მაგრამ არ იცით ადგილობრივი ენა. მიმტანი ცუდად ლაპარაკობს ინგლისურად, მაგრამ მინიშნებებით ახერხებთ მენიუში შეუკვეთოთ ისეთი რამ, რასაც იცნობთ, მიირთმევთ და საფასურს გადაიხდით. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ წარუმატებელი ლაშქრობის შემდეგ, მშიერი მიადგებით სოფელს ამაზონში. ადგილობრივი მაცხოვრებლები ვერ ხვდებიან, რა იფიქრონ შენზე. თქვენ გამოსცემთ ღეჭვით ბგერებს, რომლებსაც ისინი შეცდომით თქვენს პრიმიტიული ენა მიიჩნევენ. როდესაც ხელებს ასწევთ დანებების ნიშნად, ისინი ფიქრობენ, რომ შეტევას იწყებთ. კომუნიკაცია საერთო კონტექსტის გარეშე რთულია. მაგალითად, რადიოაქტიური ადგილები ხელუხლებელი უნდა დარჩეს ათიათასობით წლის განმავლობაში; თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ 1000 წლის წინანდელი ინგლისური ენა გაუგებარია მათი უმტესობისთვის, ვინც ამჟამად ამ ენაზე საუბრობს, სააგენტოები ცდილობენ, შექმნან გაფრთხილებები ბირთვული ნარჩენებთან. ამის გაკეთებაზე პასუხისმგებელმა კომიტეტებმა უამრავი რამ მოიფიქრეს: ბეტონის წვეროები, ედვარდ მუნკის "ყვირილი", დარგეს გენეტიკურად მოდიფიცირებული მცენარეები, საგანგაშო ლურჯი ფერს რომ იღებენ. ვერცერთი ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ მომავალს გაუძლებს. ზოგიერთი იგივე ადამიანი, ვინც ამ ნარჩენებთან დადგმულ შეტყობინებებზე მუშაობდა, კიდევ უფრო დიდი ამოცანის წინაშე აღმოჩნდა: უცხოპლანეტელებთან ურთიერთობა. ამ თემაზე დაწერა „Wired“- ის ჟურნალისტმა, დანიელ ობერჰაუსმა ახალი წიგნი, "უცხოპლანეტური ენები". არაფერია ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მიიღონ ინფორმაცია უცხოპლანეტელებმა. 1970-იანი წლების დასაწყისში პიონერ 10 და 11, ორი კოსმოსური ხომალდით გაგზავნილ წყვილ დაფაზე გამოსახულია შიშველი ადამიანები და ზოგადი რუქა დედამიწის საპოვნელად – ელემენტარული ნივთებია,მაგრამ ესეც კი გულისხმობს, რომ უცხოპლანეტელებს აქვთ დანახვის უნარი. რაკი ასეთ აპარატებს უსასრულოდ მცირე შანსი აქვს, რომ ვინმემ იპოვოს, დედამიწის რადიომაუწყებლობის გადაცემები, სინათლის სიჩქარით რომ მოძრაობს, სავარაუდოდ, უკეთ დაუკავშირდება მათ. მაგრამ ხმელეთის რადიო უნდა იყოს სწორ სიხშირეზე, ისევე, როგორც ვარსკვლავთშორისი ხომალდისა. როგორ მოხვდებიან უცხოპლანეტელები სწორზე? დაფაზე „პიონერი“ არის მინიშნება წყალბადის ატომის ძირითად დიაგრამაზე, რომლის მაგნიტური პოლარობა იცვლება რეგულარული ინტერვალებით 1420 მეგაჰერცი სიხშირით. ვინაიდან წყალბადი სამყაროში ყველაზე უხვი ელემენტია, იმედი აქვთ, რომ ეს ჩანახაზი ერთგვარი ტელეფონის ნომრის როლს შეასრულებს. |